რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთში საკარანტინე სივრცე ფასიანია

აფხაზეთში შემომსვლელი მოქალაქეები 14 დღიან კარანტინში უნდა მოთავსდნენ, თუმცა აფხაზური მედიის ცნობით, ადამიანები კარანტინში წასვლაზე ხშირად უარს ამბობენ, რადგან ის ფასიანია.

საკარანტინე სივრცე მოწყობილია სოხუმში, სანატორიუმ „აიტარში“.

სანატორიუმის დირექტორის, თემურ ადლეიბას თქმით, დღიურად სამჯერადი კვება 460 რუსული რუბლი (20 ლარამდე) ღირს. იმ შემთხვევაში, თუ იზოლაციაში მყოფ პირს საკვებს ვინმე გარედან მიაწვდის, მაშინ ის თანხას არ გადაიხდის.

სანატორიუმში, რომელიც 217 ადამიანზეა გათვლილი, ამჟამად 1 პირი იმყოფება.

საკოოორდინაციო შტაბის წარმომადგენელის, ალხას ჯინჯოლიას თქმით, პანსიონატს კარანტინში მყოფთა მომსახურება უფრო ძვირი უჯდება.

„ქვეყანაში ზედმეტი რუბლი არ არის. სინამდვილეში, სანატორიუმს გაცილებით ძვირი უჯდება, მაგრამ ისინი ჩვენს წინადადებას დათახმდნენ. იმის ნაცვლად, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს, აკრიტიკებენ“. – განაცხადა ალხას ჯინჯოლიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button