რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთში სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა წებელდის პოლიგონის სიახლოვეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს. საბრძოლო ტექნიკის კოლონა წებელდის მთიანი პოლიგონიდან დისლოკაციის მუდმივი ადგილისკენ მიემართებოდა, რა დროსაც კოლონის შემადგენლობაში მყოფი ჯავშანმანქანა ხეობაში გადავარდა.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი პირი. ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოლქოს სპეციალური კომისია მომხდარის მიზეზებად ტექნიკურ გაუმართაობას და მძღოლის შეცდომას განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button