რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთში სასტუმროები პირველი ივნისიდან გაიხსნება

1 ივნისიდან აფხაზეთში სასტუმროები გაიხსნება. აფხაზური მედიის ცნობით, სასტუმროების ონლაინ დაჯავშნა უკვე დაიწყო.

გაგრასა და სოხუმის სასტუმროებში 1 კვირით დასვენება 16 ათასი რუსული რუბლი ეღირება, რაც 200 ამერიკულ დოლარზე მეტია.

1 ივნისს დანიშნულია მოსკოვი-სოჭის ავიარეისი. მოსკოვი-სოხუმის მატარებლის ბილეთები ჯერ არ იყიდება. თუმცა, ტურისტებს ჩამოსვლა სანკტ-პეტერბურგიდან შეეძლებათ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, რუსეთთან აფხაზეთის ე.წ. საზღვარი 1 ივნისამდე ჩაიკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button