რეგიონისაქართველოსიახლეები
აფხაზური მედია: “აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა”
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთვევის შესახებ ცნობა გავრცელდა. აფხაზური მედია ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ ლუდმილა სკორიკზე დაყდნობით ავრცელებს.
მანამდე სოხუმი იუწყებოდა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს.
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო.
გალის რაიონის სოფელ საბერიოდან შემოყვანილ ქალს, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩავიდა, კორონავირუსი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.