აფრიკაში ლეოპარდმა საკუთარი კნუტი პითონისგან იხსნა [Video]
სამხრეთ აფრიკაში, კრიუგერის ნაციონალურ პარკში, ლეოპარდსა და პითონს შორის ჭეშმარიტი ორთაბრძოლა გაიმართა. შეტაკება ველურის კატის კნუტის გამო მოხდა, – გვაცნობებს The Daily Mail.
ცხოველთა ორთაბრძოლა პარკის დამთვალიერებლებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, რომ დედა ლეოპარდი საკუთარი ნაშიერის დასაცავად რეპტილიას თავს ესხმის და სასტიკად უსწორდება.
გამარჯვება ლეოპარდს ხვდა წილად. მოგვიანებით დედა-შვილმა დამარცხებული პითონი მიირთვა.