მნიშვნელოვანისაქართველო

აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

საქართველომ კორონავირუსისგავრცელების პრევენციისთვის შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

დღეიდან სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. ეს გადაწყვეტილება ერონული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვირუსის შიდა გადაცემის ტემპის შესამცირებლად მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, განიხილეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაც, თუმცა ითქვა, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ.

ბოლო ინფორმაციით საქართელოში კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმშია 1592, სტაციონარში – 262 ადამიანი და 1 გამოჯანმრთელებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button