“აპოლონი” – “გაბალას” მატჩის დროს აზერბაიჯანის დროშა დახიეს [Video]
ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს აზერბაიჯანული “გაბალა”, რომელმაც I ეტაპიდან თბილისის “დინამო” გამოთიშა. “გაბალა” კვიპროსში” 1:1 დაუზავდა “აპოლონს”.
ამ მატჩის დროს ინციდენტი მოხდა, კვიპროსელმა ფანებმა აზერბაჯანის დროშა, რომელიც ტრიბუნებზე იყო გამოფენილი, ნაკუწებად აქციეს.
შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაწილი თურქეთს აქვს ოკუპირებული და აზერბაიჯანის დროშაზე, როგორც თურქეთისაზე, ნახევარმთვარეა გამოსახული.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანული მედია ამტკიცებდა, რომ თბილისში ვიზიტისასაც უდიერად მოექცნენ აზერბაიჯანის დროშას, რომელიც სტადიონის გარეთ ფეხქვეშ გათელეს. საპასუხო მატჩში აზერბაიჯანელმა ფანებმა საქართველოს დროშა დაწვეს.
Apollon Limassol – Gabala 1-1