მსოფლიოსიახლეები

Apple iTunes-ს აუქმებს

პრეზენტაციიდან 18 წლის შემდეგ Apple იმ პროგრამას ემშვიდობება, რომლითაც “მუსიკის რევოლუცია” დაიწყო. iTunes, რომელიც mp3 მუსიკის ერაში შეუცვლელი სერვისი იყო, თითქმის ორი დეკადის თავზე უქმდება. Bloomberg-ის ცნობით, ეფლი ამ თემაზე დეველოპერების კონფერენციაზე ისაუბრებს.

iTunes 2001 წელს გაეშვა და მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, პირატულ მოხმარებასთან ბრძოლაში ჩაება. მას შემდეგ ის მედია-გიგანტად იქცა და მუსიკა, ფილმები და ტელევიზია გააერთიანა.

ეფლი iTunes-ს სამი დამოუკიდებელი აპლიკაციით: მუსიკით, ტელევიზიითა და პოდკასტებით ჩაანაცვლებს. კომპანია მედიის დეცენტრალიზაციას უკვე ახორციელებს აიპადებსა და აიფონებზე. ახლა კი მაკებისა და მაკბუქების დროც დადგა.

“ამ ნაბიჯით Apple საკუთარ თავს გართობის სერვისების პროვაიდერად წარმოაჩენს და არა უბრალოდ ტექ-კომპანიად, რომელიც თავის რამდენიმე აპლიკაციაში მედიას ყიდის”, – წერს Rolling Stone’s-ის მიმომხილველი.

მსგავსი პოსტები

Back to top button