მოზაიკამსოფლიოპოლიტიკასიახლეები

Apple-მა Telegram-ს სამი არხის წაშლა მოსთხოვა

Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან წაშლა მოსთხოვა.

ამის მიზეზი ამ არხებში ბელარუსი სამართალდამცავების პირადი ინფორმაციის გასაჯაროება გახდა.

ინფორმაცია Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა გაავრცელა.

Karateli Belarusi (ბელარუსის დამსჯელები), Chat Gruppy Karateli (დამსჯელების ჯგუფის ჩათი) და VSE NARUSHENIYA (ყველა დარღვევა)

დუროვის თანახმად, Apple-ი თვლის, რომ სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება ძალადობის წამახალისებელი გახდეს. Telegram-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ურჩევნია, არხები არ წაიშალოს, მაგრამ Apple-ი სოციალურ მედიას არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს.

არხები სავარაუდოდ iOS სისტემაზე დაიბლოკება, თუმცა სხვა სისტემების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება.

ბელარუსული ოპოზიციური Telegram არხები სამართალდამცველების პირად ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისიდან ავრცელებენ. არხების დამფუძნებლები თვლიან, რომ იდენტიფიცირების საფრთხე პოლიციას ხელს შეუშლის დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენოს. ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციურმა არხმა NEXTA-მ უკვე გაასაჯაროა ათასობით სამართალდამცველების პირადი ინფორმაცია.

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი უკვე რამდენიმე თვეა Apple-თან დაპირისპირეაშია. ივლისის ბოლოს დუროვმა საჯაროდ გააკრიტიკა Apple-ი App Store-ში დეველოპერებისთვის 30%-იანი გადასახადის დაწესებისთვის. მოგვიანებით დუროვმა Apple-ს ევროკავშირის კომისიაშიც უჩივლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button