Apple-მა VR ჩაფხუტი დააპატენტა [Video]

კომპანია Apple-მა iPhone-სთვის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი დააპატენტა. მოწყობილობის აღწერილობის მიხედვი, იგი კონკურენტი ჩაფხუტებისგან არაფრით განსხვავდება.

ინტერესს მხოლოდ ის ფაქტი იწვევს, რომ Apple-ის VR-გარნიტურა მცირეეკრანიან სმარტფონზეა ორიენტირებული, – გვაცნობებს Digital Trends.
ჩაფხუტს წყვილი ლინზა, მანძილის სენსორი, მართვის რამდენიმე ღილაკი და ფოკუსის გორგოლაჭი გააჩნია. არაა გამორიცხული, რომ მოწყობილობა შეიძლება დისტანციურადაც იმართოს.
აღსანიშნავია, რომ Apple ვირტუალური რეალობის ნაწილში კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად Samsung-ი უკვე დიდი ხანია, რაც ყიდის ვირტუალურ ჩაფხუტებს, „ვაშლის“ მწარმოებელი კი ამ სფეროში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button