Apple ორ SIM-იან iPhone 8-ს გამოუშვებს [Video]
ჩინეთის მიკროგლოგერების სერვის Weibo-ში ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ Apple გაისად ორ SIM-ბარათიან iPhone 8-ს გამოუშვებს. ცნობილი გახდა, რომ ასეთი სმარტფონი მწარმოებელმა მიმდინარე წლის ივლისში უკვე დააპატენტა.
მიკრობლოგერების ინფორმაციით, აშშ-ის საპატენტო ბიუროს საბუთებში მითითებულია, რომ სმარტფონი ორ აქტიურ ხაზზე იმუშავებს, ე.ი. მოწყობილობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ოპერატორის ქსელში ერთდროულად იფუნქციონირებს.
მოცემული ტექნოლოგია საბუთებში დასახელებულია, როგორც Dual SIM Dual Active (DSDA).
ჩინელები ასევე ამტკიცებენ, რომ 2017 წელს Apple სამომხმარებლო ბაზარზე ერთდროულად 3 მოდიფიკაციის აიფონების გამოშვებას გეგმავს. ერთ-ერთი ვერსია OLED-დისპლეითა და დიდი ეკრანით იქნება აღჭურვილი, რომელიც პანელის წინა მხარეს პრაქტიკულად მთლიანად დაიკავებს.
ორი დანარჩენი მოდიფიკაციის ტელეფონებს 4,7 და 5,5-დიუიმიანი ეკრანი ექნება და ტექნიკური მახასიათებლებით საბაზო ხაზის ვერსიას გაიმეორებს.