“აპრილიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლიდან მასწავლებლების ხელფასი კიდევ გაიზრდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2016 წლის აპრილის თვისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება.
ამასთან, როგორც მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, განათლების ბიუჯეტი 372 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მისივე განცხადებით, 2017 წელს მასწავლებელთა ხელფასი კიდევ გაიზრდება.