მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აპრილში ბრძოლის ველზე რუსების დანაკარგი შემცირდა

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსებს აპრილში ნაკლები სამხედრო დანაკარგი აქვთ, რადგან ისინი თავდაცვაზე გადავიდნენ.

“აპრილში, რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგები შესამჩნევად შემცირდა წინა თვეებთან შედარებით – როგორც ჩანს, თავდაცვაზე გადასვლის გამო. 2023 წლის აპრილში, რუსების ყოველდღიური დანაკარგები, დიდი ალბათობით, დაახლოებით 30%-ით შემცირდა”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის მსხვერპლი მას შემდეგ შემცირდა, რაც მათი ზამთრის შეტევის მცდელობები არ ჩავარდნილა. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები ახლა ორიენტირებული არიან უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მომზადებაზე.

“რუსების მიერ აშენებულმა თავდაცვის ხაზებმა ზაპოროჟიეს ოლქის გასწვრივ, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეუქმნას უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ მათი ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ჰყავს თუ არა რუსულ არმიას საკმარისი სამხედრო პერსონალი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული დაზვერვა დასკვნას უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და წერს, რომ მარტში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 776 სამხედრო პერსონალს წარმოადგენდა, აპრილში კი ეს რიცხვი 568-მდე შემცირდა.

უწყება წერს, რომ მათ არ შეუძლიათ დაადგინონ თუ ზუსტად რა მეთოდოლოგიით ახორციელებენ უკრაინელები დანაკარგების დათვლას, თუმცა ამბობენ რომ მათი ზოგადი ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის დანაკარგები დიდი ალბათობით შემცირდა, რადგან ზამთრის შეტევის მცდელობამ ვერ მიაღწია მიზნებს და რუსული ძალები ახლა ორიენტირებულნი არიან უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button