მნიშვნელოვანისიახლეები

“აქ მონაწილეობის არანაირი სურვილი არ მაქვს” – ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა

პროცესის პარალელურად აქცია იმართება სასამართლოს ეზოში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა.

ჩუბინიძე დღეს პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობით, დასაკითხად იყო დაბარებული, თუმცა სდსს-ს უფროსმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ იყო მისი დაკითხვა მნიშვნელოვანი და აღნიშნეს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებები იმ წარმომადგენლობით ხარჯებსაც უკავშირდებოდა, რომელიც ჩუბინიძის ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშია გაწეული.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის აღნიშნულ პოზიციას 2013 წლის თებერვლიდან იკავებს, შესაბამისად, საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში მიხელ სააკაშვილის რეპლიკა მოჰყვა.

ანზორ ჩუბინიძის ხმა

მე დღეს მრცხვენია, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იქცევა ასე, ზურგს აქცევს სიმართლეს, არ ამბობს, არ უდგას ყოფილ თანამშრომლებს გვერდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამთ, იმიტომ, რომ ეს იქნება, რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებთ, – ასე მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ სასამართლო სხდომაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს.

მისივე თქმით, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს.

„ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ვეთამაშოთ საკუთარ სულს, ვეთამაშოთ ჩვენს საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს. მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ეს იქნება დიდი სირცხვილი, რომელიც თქვენც შეგარცხვენთ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით, ეს არის სიმართლე“,– განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

გარდა ამისა თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა სასამართლოს გარეთ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე არ გამოჩენილა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია. გაჩენილ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს შიდა პარტიული დაპირისპირების მაჩვენებელი ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ უპასუხა:

გიორგი ბარამიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button