“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ” – ავთო ებრალიძის გოლი და კიკინა [Video]

23 აგვისტოს პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში დაქვეითებული “ჟილვისენტეს” შემადგენლობაში თავი გამოიჩინა 23 წლის ავთო ებრალიძემ.

ქართველმა შემტევმა თანაგუნდელის პასი შეიშნოვა, “კოვილიას” მეკარესთან პირისპირ გავიდა, ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელიკარი დალაშქრა. “ჟილვისენტემ” თამაში 4:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს ავთოს მესამე გოლია “ჟილვისენტეს” შემადგენლობაში. 2014 წლის მარტში მან პორტუგალიურ ელიტაში “პაკუშ ფერეირას” გაუტანა, ხოლო ახლახან პორტუგალიის თასზე “ვიზეუს” კარი დალაშქრა.

ახალ სეზონს ავთო ახალი ვარცხნილობით შეხვდა, გრძელი თმა მას კიკინად აქვს შეკრული.

მატჩის შემდეგ მან “ჟილვისენტეს” ოფიციალურ საიტს მცირე კომენტარი მისცა: “ჟილვისენტეს” ფანებმა დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს და დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. აქ, ბარსელუშში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ”, – განაცხადაჩვენებურმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button