აქცია თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო ბაზასთან

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების აქცია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საინჟინრო სამშენებლო ბაზასთან.
ეს ის ბაზაა, რომელიც თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით გაუქმდა, 400-მდე თანამშრომელი კი უსამსახუროდ დარჩა.
აქციის მონაწილეების თქმით, კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ მათთვის არავის უცნობებია და ისინი განმარტებებს მოითხოვენ.
სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.