“დიასპორის სამინისტრო გაუქმდება”

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დიასპორის სამინისტრო გაუქმდება და მომავალ მინისტრთა კაბინეტში ფუნქციებს, რომელსაც ასრულებდა დიასპორის სამინისტრო, შეითავსებს საგარეო საქმეთა უწყება.

“როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო. როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეშიმ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით მოეკიდოს და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

საია-ში მიიჩნევენ, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უწყების ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და მისი გაუქმებით, ფინანსური ხარჯების შემცირება ვერ მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button