მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კელი დეგნანი დღეს ყვარელში ამერიკულ თაროს გახსნის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში დღეს 13 მაისს, კახეთში ამერიკულ თაროს გახსნის.
კელი დეგნანი, ოფიციალურ ცერემონიას ყვარელში, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრება.
ამერიკული თაროს გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, დიპლომატი დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავს და ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრებს.
კელი დეგნანი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმსაც ესტუმრება და ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხეივანს გახსნის.
ამერიკული თარო საქართველოში, 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილია. ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და დაინტერესებულ პირებს ამერიკის კულტურის, პოლიტიკისა და ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება.