მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მასშტაბი საქართველოში

2016 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით, საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.
„აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება ჰაერის დაბინძურების მასშტაბებს განიხილავს.
სტუმრები: ნინო ჩხობაძე, მანანა ქოჩლაძე, დავით მესხიშვილი, ზაზა ხუციშვილი.
გადაცემას გიორგი ალადაშვილი უძღვება.