მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში- გარდაიცვალა მამაკაცი.

შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.

ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button