მნიშვნელოვანი

აქტიური დრო: კორუფციაში დადანაშაულებამდე მოხსნილი მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ზურაბ ალავიძე იყო ძალიან წარმატებული მინისტრი, რომელიც ყოველთვის ბიუროკრატიის წინააღმდეგი იყო. ახლა კი იგი, თავისივე სურვილით, კერძო სექტორს უბრუნდება. დღესვე, პარტია “ევროპულმა საქართველომ” უკვე ყოფილ მინისტრს კორუფციულ გარიგებებში დასდო ბრალი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

„აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების მიზეზების და შედეგების განხილვას ეთმობა.

სტუმრები: ირაკლი კიკნაველიძე, საბა ბუაძე, გიორგი კაპანაძე.
გადაცემას აკაკი გოგიჩაიშვილი უძღვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button