კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

თავდამსხმელი საბანკო პროცენტების დაწევას ითხოვს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალში” შეჭრილი თავმდამსხმელი, რომელსაც 7 ადამიანი ამ წუთებში მძევლად ჰყავს აყვანილი ორგანიზაციის წერეთლის ბანკის ფილიალში, სოციალურ მოთხოვნებს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას.

თავდამსხმელს თავდაპირველად 9 მძევალი ჰყავდა, თუმცა 2 გაათავისუფლა.

მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მედიკამენტებზე ფასების დაწევას და საბანკო პროცენტების შემცირებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა გფანცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
“პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მოუსმინეთ თავდამსხმელის მოთხოვნებს, რომელიც ამ წუთებშიც ნიღბის გარეშე იმყოფება ბანკში.

ორგანიზაციის ბანკის წერეთლის ფილიალთან, რომელიც ძალიან ახლოსაა დიდუბის პოლიციის შენობა, ამ წუთებისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button