მნიშვნელოვანი

აქტიური დრო: პრეზერვატივზე გამოსახული წმინდანი

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს მორწმუნეებს, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს და სახალხო დამცველს, ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების დაცვა. აღნიშნულ განცხადებაში მაგალითად მოყვანილია კომპანია „აიისას“ პრეზერვატივის დიზაინი, რასაც საპატრიარქო “უზნეო თავგასულობას” უწოდებს და ასევე ნახსენებია რუსთავი2-ის ეთერში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებით.

ტოქ-შოუ “აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება განიხილავს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის.

სტუმრები: რამაზ ჯანგავაძე, მარიამ ბეგაძე, სოსო მანჯავიძე, ანანია გაჩეჩილაძე.

გადაცემას ნინა ხელაძე უძღვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button