მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: RMG Gold და დაპირისპირება დმანისში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/03/rmg-gold.jpg)
საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 13 პოლიტიკური პარტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სთხოვს, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში, შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ, 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი.
ტოქ-შოუ “აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება, დმანისში მდებარე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის მიზანშეწონილობას განიხილავს.
სტუმრები: თამთა შამათავა, ნინო მიქიაშვილი და ნიკა ვაჩეიშვილი
გადაცემას გიორგი ალადაშვილი უძღვება.