მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: თბილისის მერიის ტენდერები
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/02/meria.png)
დედაქალაქის მერია, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით, ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამავდროულად, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” განცხადებით, მერია და გამგეობები, ტენდერების არასწორი გზით ჩატარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავენ.
ტოქშოუ “აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება მერიის ტენდერების გამჭვირვალობას და პირდაპირი შესყიდვის წესის მიზანშეწონილობას ეთმობა.
სტუმრები: ლევან ხაბეიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი პაპავა.
გადაცემას დღეს აკაკი გოგიჩაიშვილი უძღვება.