მნიშვნელოვანი
აქტიური დრო: თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიული გეგმა

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიზანია, რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე – შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტოქ-შოუ “აქტიური დროს“ დღევანდელი გამოშვება, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის განხილვას დაეთმობა.
სტუმრები: არჩილ თოდუა, ვლადიმერ ბოჯაძე, კოკა კიღურაძე და ზაზა გაბუნია.
გადაცემას გიორგი ალადაშვილი უძღვება.