ანალიტიკამნიშვნელოვანი

აქტიური დრო – ტოქ-შოუ/11.01.2018 [LIVE]

საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირება დაიწყო. რა სიახლეებია მოსალოდნელი და რა მიზანს ემსახურება რეფორმა? დღევანდელ გადაცემაში ვმსჯელობთ ქვეყანაში არსებული სამხედრო გაწვევის მოდელზე და სასურველ ცვლილებებზე.
გადაცემის სტუმარია: სამხედრო ანალიტიკოსი დავით ნემსაძე,ასევე ჩართვები: ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, მოისმენთ ირაკლი სესიაშვილის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის პოზიცია.

ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვით საკუთარი აზრი, დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა. დარეკეთ ნომერზე 0322 433 935, ან მოგვწერეთ თქვენი მოსაზრება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ნომერზე
91 889.

მოუსმინეთ გადაცემას, რომლის დღევანდელი წამყვანია ნინა ხელაძე.

გადაცემის მოსმენა რადიო თბილისთან ერთად პარტნიორ რეგიონულ რადიოების ეთერშიც შეგიძლიათ: ჰერეთი, ძველი ქალაქი, ოდიში, მარნეული და მოზაიკა.

გვისმინეთ ყოველ სამუშაო დღეს 17:20 საათზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button