მნიშვნელოვანისიახლეები

აქტიური სამძებრო სამუშაოები სტიქიის ადგილას კვლავ გრძელდება

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კურორტ შოვში მიმდინარე სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ორ ლოკაციაზე მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკის მოზიდვა მყისიერად იქნება შესაძლებელი.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებას, მეხუთე დღეა, აწარმოებენ.

დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და დრონები.

დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სტიქიის ზონაში არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე
მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით
მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, ასევე გადაილახა მდინარის ფონი, გადავიდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გუშინდლიდან მუშაობს
წარმოებს მდინარე ბდღვიორასა და მდინარე ჭანჭახის გაწმენდისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები
სტიქიის პირველ დღეებში, მთავარი ამოცანა იყო კურორტ შოვთან დამაკავშირებელი დროებითი ხიდისა და გზის მოწყობა. ამისათვის საჭირო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მძიმე ტექნიკამ, ხიდის მონტაჟისთვის, გაწმინდა მდინარის კალაპოტი და პარალელურად მუშაობდა სტიქიის ზონასთან მისასვლელი გზის მოწყობაზე ორი მიმართულებით. 4 აგვისტოს დროებითი ხიდი უკვე მოეწყო და შესაბამისად, ნებისმიერი ტექნიკის გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა” ნათქვამია ინფორმაციაში.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური ცნობით, ამ დრომდე ეძებენ 17 ადამიანს. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button