ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლიზე: „მან ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო“

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის საქვეყნოდ გაკეთებულ განცხადებაზე ძალიან გაბრაზებულია და მიაჩნია, რომ მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ მათი შვილები საფრთხის წინაშე დააყენა.

ჰოლივუდის ვარსკვლავის მეუღლესთან განქორწინებაზე რეაქციას ინტერნეტ-რესურსი TMZ ავრცელებს.
ბრედ პიტის მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობით:

„იგი გაცოფებულია… ანჯელინამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მათი განქორწინება პიტს გადააბრალა. ქალის ბოღმა ბალახეულის მოწევამ და ალკოჰოლურული სასმელების გადამეტებულმა მოხმარებამ გამოიწვია“, – აღნიშნავენ პიტის მეგობრები.
ბოლო დღეებში პიტი ჯოლის განქორწინებისკენ მოუწოდებდა ისე, როგორც „ზრდასრულ ადამიანებს შეეფერება“ და შვილების საკეთილდღეოდ საქმის საჯარო გახმაურებისგან თავის შეკავებას სთხოვდა. მაგრამ ჯოლის ადვოკატმა, რობერტ ოფერმა წყვილის განქორწინების ფაქტი სამშაბათს საჯაროდ დაამოწმა.

პიტი ამბობს, რომ შვილების ბედი ძალიან აწუხებს. ახლა პაპარაცები მათ ოჯახზე „ნადირობას“ გაასმაგებული ენერგიით შეუდგებიან.
„მან ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო“, – ციტირებს პიტის სიტყვებს ინტერნეტ-რესურსი.
ჟურნალისტების მონაცემებით, ამჟამად წყვილის საცხოვრებელი სახლი ფოტორეპორტიორების ალყაში იმყოფება და მას პოლიცია იცავს.

TMZ აღნიშნავს, რომ წყვილის განქორწინება შვილების აღზრდასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია, და არა ყვითელ პრესაში გავრცელებულმა ჭორმა, თითქოს პიტმა ჯოლის მსახიობ მარიონ კოტიიართან უღალატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button