აქტივისტებმა ოდესის საოლქო პროკურატურა ალყაში მოაქციეს [Photo/Video]

აქტივისტებმა ოდესის საოლქო პროკურატურა ალყაში მოაქციეს, – იუწყება გამოცემა Думская.

აქცია, 4 აპრილს, 6:00 საათზე, პუშკინის ქუჩაზე დაიწყო. აქტივისტებმა პროკურატურის სადარბაზოები ნაგვის ბუნკერებით გადაკეტეს, სახრჩობელა დადგეს და უწყების თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

გამოცემის ინფორმაციით, მიტინგის მონაწილეები პატრიოტული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ახლადდანიშნული საოლქო პროკურორის – ნიკოლაი სტოიანოვის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის 16 სექტემბერს დაინიშნა.

როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ “112 Украина”-ს განუცხადა, სტოიანოვი კორუფციის ყველაზე ამაზრზენ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც უკრაინაში ოდესმე ყოფილა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32618″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button