საქართველოსიახლეები

აქტივისტებმა ზუგდიდის შესასვლელთან ბანერი გამოფინეს

ზუგდიდის შესასვლელთან, რკინიგზის ხიდზე, აქტივისტებმა ბანერი გამოფინეს წარწერით: ” თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ბ.ივანიშვილი 2021″.

მათი თქმით, 2021 წელს, ქართველი იუნკერების დაღუპვიდან 100 წლისთავზე, ზუსტად იგივენაირად ვითარდება მოვლენები, როგორც ეს 1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების დროს იყო.

აქტივისტების განმარტებით, იუნკერების ხსოვნის დღეს, დილით “ნაცონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია, რასაც ისინი გმობენ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავება დღეს კანცელარიასთან ოპოზიციის ლიდერებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button