მნიშვნელოვანისიახლეები

აქცია ბათუმში და ზუგდიდში

ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც 2017 წლის მოწვევის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, საპროტესტო აქცია იმართება. “ბიუჯეტი დაუგეგმეთ ნახვაწას”, “თქვენ ბიუჯეტი ნახვაწა ხომ არ გგონიათ”, “ვადაგასულია”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მათ მიიტანეს “ნახვაწა” (ღომის ქერქი), რომლის შიგნითაც ზაზუნაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციის განცხადებით, “ვადაგასული” წარმომადგენლობითი ორგანო დაჩქარებული წესით აპირებს მთვარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას, მაშინ, როცა მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს. ეს კი, მათივე განმარტებით იმიტომ, რომ ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებაა. ზუგდიდის საკრებულოს მანამდე ნოემბრის თვეში ბიუჯეტი არასდროს დაუმტკიცებია. ძირითადად მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეკემბრის ბოლოს იღებდნენ. ახალი საკრებულო არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს. თარიღს ცესკო ნიშნავს. 17 ნოემბრის განცხადებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნა, რომ სხდომის თარიღს უახლოს დღეებში გამოაცხადებდნენ. თავის მხრივ, მომხდარს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით, როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს. 17 ნოემბერს დაპირისპირების ფონზე განიხილა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” ბიუჯეტის პროექტი. მაშინ ენმ-ის წევრებს სხდომათა დარბაზი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. განხილვაზე იმ დღეს არც მედია შეუშვეს. ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. ირწმუნებიან, რომ ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მომხდარს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” გამოეხმაურა. მათი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად, “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განმარტებით, დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.

აუდიო მასალა ზუგდიდიდან

ასევე იმართება აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სადაც პოლიციაა მობილიზებული – შენობაში მხოლოდ ბათუმის საკრებულოს ვადაგასულ წევრებს უშვებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.
სამართალდამცველები შენობაში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებენ, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები არიან.

ცოტა ხნის წინ შესვლაზე უარი უთხრეს პარტია “ლელოს” წევრს, ირაკლი კუპრაძეს, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.
ცნობისთვის, უმაღლესი საბჭოს შენობაში ბათუმის საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ამის საშუალებას არ მისცემენ.
ადგილზე დაძაბული ვითარებაა. დილიდან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კუპრაძეს მოუსმინეთ ბათუმიდან

მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს ბათუმის საკრებულო მაქსიმალურად დაიცვან დღეს პროვოკაციებისგან

ბათუმის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდი გამოეხმაურა – “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტს წინა მოწვევის საკრებულო მაინც დაამტკიცებს და ამით კანონი არ დაირღვევა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის თქმით, საკრებულოს ახალი მოწვევის შეკრებამდე, ლეგიტიმაცია აქვს წინა შემადგენლობას.
მმართველი გუნდი მოუწოდებს სამართალდამცველებს მაქსიმალურად დაიცვან დღევანდელი საკრებულოს სხდომათა დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია პროვოკაციებისგან.

ტიტე აროშიძის ხმა

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button