აქცია დავით გარეჯში
“გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ – ამ სახელწოდების აქციას სასულიერო პირები, მრევლი, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორების თქმით ეს გამაფრთხილებელი აქციაა. ამ ეტაპზე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი გახსნილია და მოქალაქეებს იქ გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე მსვლელობაცაა დაგეგმილი, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდები ჩიჩხიტურის მონსატერთან ასვლას გეგმავენ და ამ დღის აღნიშვნას სწორედ იქ აპირებენ.
აქტივისტები ჯერ აღდგომის მონასტერში ავლენ, შემდეგ კი უდაბნოს მონასტრამდე მისასველი ბილიკით გადაინაცვლებენ ჩიჩხიტურის კოშკთან და მშვიდობიანი მსვლელობით ეტყვიან აზერბაიჯანს, რომ ის არ უნდა შეეხოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
დავით გარეჯის არქიმანდრიტ მამა კირიონის თქმით, სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე უარყოფს, რომ აზრებაიჯანის მხრიდან რაიმე პროვაკციაა დაგეგმილი.