მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია დედოფლისწყაროში-მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე ჩივის

ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს. ადგილობრივები დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სასმელი წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით, გრაფიკის გარეშე მიეწოდებათ. ცალკეულ უბნებში კი წყლის რაოდენობის სიმცირის გამო, არ ირთვება საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის დეფიციტის გამო, უმრავლესობა სასმელ წყალს მარკეტებში ყიდულობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში ამბობენ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფლების, სამრეკლოსა და ხორნაბუჯის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის შესაბამისი პროექტი, 2021 წლის ივლისიდან დაიწყება.

,, სამწლიანი პროექტია და მდინარე იორიდან მოხდება წყლის ამოქაჩვა. სამუშაოები ივლისიდან დაიწყება
მანამდე კი მოსახლეობას პრობლემურ უბნებში წყალმზიდებით მივაწვდით წყალს”- განაცხადა სერვისცენტრის ხელმძღვანელმა სიმონ ყოჩიაშვილმა.

მოსახლეობა გრაფიკის შედგენას და სასმელი წყლის ყოველდღიურ მიწოდებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური აქციებით იმუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button