მნიშვნელოვანისიახლეები

აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობა” სემეკთან და იუსტიციის სახლთან, სადაც ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიცია იანვრის თვის გადასახადის კორექტირებს, კომუნალური გადასახადების ტარიფის დაწევასა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით – “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში”; “ხელისუფლება აღარიბებს”; “გადამგდები მთავრობა”.

“გადამგდები მთავრობა”, “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში” – ამ ლოზუნგებით მოქალაქეები გაძვირებულ ტარიფებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფერზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პირდაპირ პასუხისმგებელია.

“თუ ვინმეს ჯიბეში მიდის გაძვირებული გადასახადი, ეს ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. ასევე, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს, რომელიც შუამავალ კომპანიად მოგვევლინა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის.

ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს “აპრავებს” ჩვენი ქვეყნის მარიონეტული ხელისუფლება და კონკრეტული სამინისტროები, ამ შემთხვევაში ქალბატონი ნათელა თურნავა, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი დაწყებული ტარიფების ზრდით, გაგრძელებული თაღლითური სქემებით”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

პარალელურად, იმავე მოთხოვნებით აქცია იმართება სემეკთან.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაასაჩივრონ გაორმაგებული გადასახადები, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ენმ დაეხმარებათ. ოპოზიცია ამბობს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ორივე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ლევან ხაბეიშვილის და აქციის მონაწილეთა ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button