აქცია გურჯაანში-მოსახლეობა გზის პროექტის შეცვლას ითხოვს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/gurjaani-aqcia.jpg)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის შეცვლას ითხოვენ. მათი განმარტებით, მშენებარე გზა, მოსახლეობას ვენახებთან და სასოფლო- სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელს უკეტავს.
” დიდი ხანია უკვე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროეწტი ისეა გაკეთებული, ვეღარც ვრნახში მივალთ, ვეღარც ყანაში. ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ნაკვეთში თუ არ მივალთ, ისე როგორ ვისულდგმულოთ. ვითხოვთ, რომ პროექტი შეცვალონ- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა დაადასტურა, რომ პროექტი ადგილობრივებს მართლაც პრობლემას უქმნის.
” აქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა მართლაც ექმნებათ. არ ვიცი, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ამაზე სამუშაო. უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, კომპანიასთანაც და საგზაო დეპარტამენტთანაც”- განაცხდა ბერიძიშვილმა.
პროექტის თანახმად, გურჯაანი ბაკურციხის 15 კილომეტრიანი შემოვლითი მონაკვეთი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი საავტომობილო გზას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.
ახალი გზის მეშვეობით, ტრანსპორტი ქალაქ გურჯაანს და 6 სოფელს გვერდს აუვლის.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 000 000 ლარია და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
გზის მენებლობა 2017 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. სამუშაოებს კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს.