![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/03/29852557_1979950398711493_331686596_n.jpg)
თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზა ერთი საათ გადაკეტილი იყო. სოფელ კისისხევში ოთხი ახალგაზრდის დაკავება გააპროტესტეს.
ოთხ მამაკაცს, რომლებსაც დღეს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტი კისისხეველებს პოლიციასთან 2015 წელს მოუხდათ, რაზეც სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთ მათგანს აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ წლების წინ თელავში მომხდარი მკვლელობის მონაწილეს მოტოციკლი მიჰყიდა.
გზის გახსნა ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ მოხერხდა.