მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია კახეთში და გაფიცვა ოზურგეთში

გაფიცვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – ლურჯი მოცხარის მწარმოებელი კომპანია “ვან რიკის” ასამდე თანამშრომელი, სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას მათთვის 6 თვეა ხელფასი არ გადაუხდია.

კომპანია “ვან რიკში,” რომელიც საპარტნიორო ფონდიდან ფინანსდება, ამბობენ რომ დავალიანების დაგროვება გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა გამოიწვია. კომპანიაში განმარტავენ, რომ მუშები ანაზღაურებას ეტაპობრივად მიიღებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისპირის მცხოვრებლები კი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს ისინი სწორედ იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რომელიც ერთი წლის წინ კერძო ინვესტორმა იყიდა. აქცის მონაწილეთა მტკიცებით, საძოვრები ისე გაიყიდა, რომ მოსახლეობისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. ადგილობრივების თქმით, ინვესტორს ტერიტორიაზე არ შეუშვებენ და პროტესტს მანამდე განაგრძობენ, ვიდრე მიწებს არ დაიბრუნებენ.

რუისპირელები მზად არიან 13-ი ჰექტარი უკან გამოისყიდონ. ინვესტორს აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button