აქცია კახეთში-იორმუღანლოს მოსახლეობა თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს

საპროტესტო აქცია კახეთში– საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობა თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და თვითმმართველობისგან თემში არსებული პრობლემებით დაინტერესება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოფლებში ცენტრალური და შიდა გზების მოასფალტებას, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას და ბადიაური-იორმუღანლოს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
” წლებია ვითხოვთ გზების გაკეთებას, ბავშვებს სკოლამდე მისვლა უჭირთ, ევიმაში ტალახით არის ქუჩები სავსე, მანქანები ვერ დადიან. არ გვაქვს სასმელი წყალი, არც სარწყავი. აქციის წინადღეს ვიღაც მოგვაჩვენეს, ცენტრალური გზის გასაკეთებლად, რომელიღაც კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვაო და გვითხრეს, ყველა პრობლემას მოგიგვარებთო. ახლა იძახიან, ტყუილებს ლაპარაკობენო”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
იორმუღანლოში ამბობენ, რომ თვითმმართველობას რამდენჯერმე ოფიციალურადაც მიმართეს, თუმცა საკითხების მოგვარება დღემდე არ დაწყებულა.
სოფლის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არავინ მისულა.