მნიშვნელოვანისაქართველო

აქცია ლაგოდეხში – მოსახლეობამ გზა გადაკეტა

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლაგოდეხში. მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა.

ადგილობრივები აქციით აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, წყლის საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდის შესახებ, რომელიც ივნისიდან დაიწყო.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივებს სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ, სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ. აქციის მონაწილეების ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში თვეში შესაძლოა 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

ადგილობრივები მოთხოვენ, რომ წყლის გადასახადის გადახდა მოხდეს ისევ სულადობით, როგორც აქამდე იყო და მრიცხვეები საერთოდ გაუქმდეს.

აქციის მონაწილეებს გაერთიანებული წყალმომარაგებოს კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ხვდებიან. ანალოგიური მოთხოვნით აქცია 29 მაისსაც გაიმართა.

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აწუხებს, მათ შორის მოსახლეობის ნაწილი საუბრობს, წყლის დაბალ ხარისხეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button