მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია ლაგოდეხში-სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ ბაისუბანში ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ მათი მოსავალი სრულად გაანადგურა, თუმცა ზარალის აღწერა ჯერჯერობით არ მომხდარა.

” ერთი კვირა გავიდა უკვე და არ ვიცით ზარალს როდის დაადგენენ, ან რითი დაგვეხმარებიან. მერმა შეხვედრაზე უარი გვითხრა, უქმე დღეებიაო. მომავალი წლისათვის, ფაქტობრივად მშივრები დავრჩით, არც იმას გვეუბნებიან, ბანკებთან გვიშუამდგომლებენ, თუ არა”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და მუნიციპალიტეტის მერსაც, მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები აქვს.

შეგახსენებთ, 29-30 აპრილს მოსულმა ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სეტყვამ გაანადგურა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ერთწლოვანი კულტურები, ვენახები და სათბურები, სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

მთლიანად კახეთში სტიქიამ ოთხი მუნიციპალიტეტის ათობით სოფელი დააზიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button