მიხეილ სააკაშვილი ,, მეორე ტური იქნება უსამართლო ბრძოლა“

გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერებამ მიიღეს გადაწყვეტილება რომ არჩევნების მეროე ტურში მიიღონ მონაწილეობა.

გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში საქართველოს ვიცე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ,,მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა, ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს“:

,,მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება.
ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად. ეს არა მარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ უახლოესი მომავლისთვის იქნება ჩვენი იარაღი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს.“-წერს მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button