მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქცია-პერფორმანსი გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა “დროას“ მიერ. მათ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტო, წარწერით – “გადადგეს ღარიბაშვილი! დაისაჯონ მოძალადეები!” კედელზე მიანათეს.

“დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით, როდესაც ეს მოძალადეები შეიკრიბნენ და იგივე გაიმეორეს, ვითომ ტელევიზიები პრობლემაა ამ ქვეყანაში, დახიეს ლექსოს ფოტო და ა.შ. ვერაფრით ვერ დამთავრდებოდა ეს დღე ისე, რომ ამ შენობის მესვეურებმა არ იცოდნენ, რომ დიახ, მათ აჩრდილივით სულ თან დაყვებათ ლექსოს ფოტო და მოთხოვნები, რომ გადადგნენ და დაისაჯონ” – განაცხადა ელენე ხოშტარია.

როგორც ხოშტარია ამბობს, ხელისუფლებას მანამდე დახვდება მსგავსი აქცია-პერფორმანსები, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button