მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

ექვსი წლის არასრულწლოვანზე სავარაუდო გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული პირის გათავისუფლების გამო, არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობას აანონსებენ.

ოჯახის წევრები პრეზიდენტისგან შესაბამისი საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მუხლით დაკავებული მამაკაცი ცხრა თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, გურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ჯერ ფულადი გირაოთი გაათავისუფლა, მოგვიანებით კი, ბრალი საერთოდ მოუხსნა.

მოისმინეთ აქციის მონაწილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button