აქცია “ქართუ ბანკის” ოფისთან

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “ქართუ ბანკთან”.სამართალდამცველები, ბანკთან არიან მობილიზებული, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” აქცია იმართება.

ოპოზიცია “ქართუ ბანკს” ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ “ბანკი ქართუს” მეშვეობით, ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გათეთრება ხდება.

მისივე თქმით, “ბანკ ქართუს“ არადეკლარირებული ფულის გასათეთრებლად იყენებენ რუსი ოლიგარქებიც. “ქართუ ბანკის” სათაო ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან უსაფრთხოების სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის წევრებიც.

“ბანკი ქართუს” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარტიის ერთერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილს პლაკატის გაკვრა სურდა. მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ “ბანკი ქართუს” დაცვის თანამშრომლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button