მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აქცია “რუსეთის დღე – ოკუპანტის დღე” კიევში

კიევში, რუსეთის საელჩოს წინ აქცია გამართეს სახელწოდებით: “რუსეთის დღე — ოკუპანტის დღე”. აქტივისტებმა ყირიმის ანექსიის დასრულება მოითხოვეს, კანდლები აანთეს და საელჩოს შენობაზე, პროექტორის საშუალებით, ინგლისურ, უკრაინულ და ქართულ ენებზე წარწერები გამოსახეს: “რუსეთი ოკუპანტია”, “გაათავისუფლე ყირიმი”, “შეჩერდეს რუსული ოკუპაცია”, “რუსეთის დღე – ოკუპანტის დღე”.

აქცია რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულზე, 12 ივნისს გამართეს. ის ადგილობრივი დროით 21:30-ზე დაიწყო და დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button