მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი”პარლამენტთან აღარ გაიმართება
აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი!” გაუქმდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც ე.წ. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. მათი თქმით ისინი არ აპირებენ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ.
“ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, როემლიც ჩვენი აზრით, არის სეკულაური სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა თაიგულები. ჯვრის მოხსნა და ვანდალობა არ იგეგმებოდა, თუმცა მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ბოლო სისხლის წვეთამდე აპირებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავწირავთ ადამიანებს” – თქვა აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო.