მნიშვნელოვანისიახლეები

აქცია სახელწოდებით “გააშუქე სიმართლე”-თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორების საპროტესტო მარში გრძელდება

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორების საპროტესტო მარში გრძელდება. ისინი გადაადგილდებიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა“, „გააშუქე სიმართლე“ და ა.შ.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ლუბლიანას ქუჩაზე იმყოფებიან, საიდანაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.

მანამდე მარშის მონაწილეები იმყოფებოდნენ „პოსტვისთან“, შემდეგ კი „იმედთან“, სადაც სიმართლის გაშუქება მოითხოვეს.

ამასთან, მარშის მონაწილეები ასევე ითხოვენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.

აქცია სახელწოდებით “გააშუქე სიმართლე” ტელეიმედთან გრძელდება. ახალგაზრდებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერები აქვთ მიტანილი, პროპაგანდისტული მედიასაშუალების ცენტრალურ შესასვლელს კი საპატრულო პოლიციის კორდონი იცავს.აქციის მონაწილეები კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები არიან, რომლებიც იქამდე “ოცნების” კიდევ ერთ პროპაგანდისტულ მედია POSTV-სთან იმყოფებოდნენ. “იმედის” შემდეგ კი მარში უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებს.

აქციის მონაწილეთა მსვლელობას ასევე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button