მნიშვნელოვანისიახლეები

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

არა მილიციას – დაისაჯონ სისტემის შემოქმედები – დედაქალაქში 2 აქცია ერთმანეთის პარალელურად დაიწყო

დაისაჯონ სამართალდამცველები, რომლებიც კანონდამცველების ნაცვლად, კანონდამრღვევებად იქცნენ – ეს ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი და “ერას” მოედანი – პოლიციელების მიერ 17 წლის ბიჭის ცემის და არადამიანური მოპყრობის შემზხარავმა ფაქტმა ხალხი ქუჩაში გაიყვანა.

“მხოლოდ ორი პოლიციელის დაკავება საკმარისი არაა – გადადექი გომელაურო”- ისმის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე.

აქციაზე იმყოფება შშმ პირის დედა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ეს ბავშვი ყველას შვილია. ეს ერთი კონკრეტული პოლიციელის დანაშაული არ არის, ეს სისტემური დანაშაულია. დღეს ჩემს შვილებს ეშინიათ პოლიციის, მეკითხებიან – დღეს რა ვქნათ?!

პირველ რიგში, პოლიციელისთვის წაყენებული მუხლი არ უნდა შეიცვალოს და ის 144-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.

გამოვიდეს გომელაური და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა! გამოდის, რომ პოლიციას ფულს ჩვენი შვილების ცემაში ვუხდით”- ამბობს ერთ-ერთი შშმ-ს მშობელი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლება აიძულა ზომები მიეღოთ.

“დროა”ს წევრის თამთა გოგოლაძის და აქციის მონაწილის ხმა

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა.

“რა ხდება მაშინ, როცა კარი დახურულია?” “არა მილიციას!” – ეს წარწერები მიიტანეს აქტივისტებმა შსს-სთან.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების – “არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციული შენობის წინ სტიკერის დაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ შსს-სთან სტიკერების დაკვრას, რის საშუალებასაც ტრადიციულად, იქ მობილიზებული პოლიციელები არ აძლევენ.

აქციის მონაწილის და პოლიციიის დაპირისპირების ხმა

აქციის მონაწილის ხმა

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

“ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!” – ასე პასუხობდა პოლიციელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button