მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აქცია სიღნაღში-მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ

სიღნაღის მოსახლეობა მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარი ფართობის საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებს.

დღეს , სოფელ მაშნაარის და საქობოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტა მოითხოვა. ადგილობრივების განმარტებით, სოფელს საძოვარი საქონლის გამოსაკვებად სჭირდება, სხვა შემთხვევაში ასობით ოჯახს შიმშილი უმუქრება.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ყველა ის ტერიტორია, რომელსაც სახელმწიფომ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი მიანიჭა გასხვისდება, ან მრავალწლიანი იჯარით, მიწების მსხვილ მფლობელებს გადაეცემა.

ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, 280 ჰექტარი საძოვრიდან, 250 ჰექტარ მიწის ფართობს, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის სტატუსი მიენიჭა.

იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტრო სოფელ მაშნაარისა და საქობოს მოსახლეობის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ადგილობრივები მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button